ჰაიტის ხელისუფლებამ ქვეყანაში სამხედრო ძალების გაგზავნის მოთხოვნით აშშ-სა და გაერო-ს მიმართა

როგორც ჰაიტის მთავრობაში აცხადებენ, უცხოელი ჯარისკაცები ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას დაიცავენ.

აშშ-მა განაცხადა, რომ ჰაიტისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზებას არ გეგმავს.

ჰაიტიში ვითარება ქვეყნის პრეზიდენტ ჟოვენელ მოისის მოკვლის შემდეგ დაიძაბა. აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მკვლელობაში უცხოელი დაქირავებული მებრძოლები არიან ეჭვმიტანილნი. 17 პირი უკვე დაკავებულია. მათ შორის არიან კოლუმბიელები და ორი წარმოშობით ჰაიტელი აშშ-ის მოქალაქე.

კომენტარები
იტვირთება...