ჰაიკო მაასი: გერმანია, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მხარს არ უჭერს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ ბერლინი, ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების გამო, მხარს არ უჭერს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია მხარს არ დაუჭერს მორიგი სანქციების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ.

“მიმაჩნია, რომ არასწორია რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ მსჯელობა, ვინაიდან დაძაბულობის შემცირებას ვცდილობთ”, – აცხადებს მაასი.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აგრეთვე აცხადებს, რომ ახალ ანტირუსულ სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნები კონსენსუსამდე ვერ მიდიან.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიტვამ, ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...
IPRESS.GE
Left Menu Icon