ჰააგის მთავარი პროკურორი: რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება პროგრესით მიდის

მიუნხენში შეხვედრა გაიმართა, ჰააგის ტრიბუნალის საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასთან.

შეხვედრის შემდეგ განცხადებები გააკეთეს თეა წულუკიანმა და ფატუ ბენსუდამ.

როგორც ისინი აცხადებენ, გამოძიებაში არის პროგრესი, თუმცა საქმის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, არ კონკრეტდება, რა კუთხით მიიღწევა პროგრესი.

„გამოძიება პროგრესით მიდის. არსებობდა ბევრი გამოწვევა მტკიცებულებების მოპოვების მხრივ – ვერ ვისაუბრებ გამოძიების კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, მაგრამ ქართული მხარე თანამშრომლობს გამოძიებასთან”, – აცხადებს ფატუ ბენსუდა, ჰააგის მთავარი პროკურორი (თარგმანი ფორმულა)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად