გზების ორმოული შეკეთებისთვის 1 297 070 ლარი დაიხარჯება

თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით ორმოული შეკეთებისა და სანაპიროს მხარეს მდებარე გზების ქვიშა-ხრეშოვანი მასალით მოწყობის სამუშაოებზე  ტენდერებს აცხადებს.  სატენდერო პირობების თანახმად, 1 297 070 ღირებულების სამუშაოები  2015 წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

წელს მთაწმინდის, კწანისის, ისნის სამგორის, გლდანის, ნაძალადევის, დიდუბის, ჩუღურეთის, ვაკისა და საბურთალოს რაიონების გზებისა და ქუჩების ორმოული შეკეთებისთვის  997 070 ლარი დაიხარჯება. 

მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების მხარეს მდებარე გზებზე 300 000 ლარის ღირებულების ქვიშა-ხრეშოვანი მასალით მოწყობის სამუშაოები შესრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად