გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარისა და გურიის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს პრაქტიკა გაუზიარეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აჭარისა და გურიის რეგიონებში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომდგენლებს დეპარტამენტის საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს. შეხვედრას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, თავმჯდომარის მოადგილეები, გურიის სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და აჭარისა და გურიის რეგიონების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა პრეზენტაციები წარადგინეს შემდეგი მიმართულებებით: დაგეგმარება, ტექნიკური დავალების მომზადება; შესყიდვები; სამართლებრივი ტექნიკა (ხელშეკრულების გაფორმება); მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში; პროექტების დაგეგმვის პრინციპები; განსახლება (აღიარებითი კომისია; მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა); კომუნიკაცია მოქალაქეებთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტთან; გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი მონიტორინგი; საჯარო შეხვედრები და საზოგადოების ჩართულობა გარემოს დაცვის ანგარიშის მომზადების ეტაპზე; საჩივრების მიღების მექანიზმი; საგზაო უსაფრთხოება; ნაპირდაცვის ტექნიკური დავალება; ხარისხის კონტროლი; მონიტორინგი და აღსრულება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...