“გზების ჩქაროსნულ მაგისტრალებად მოდერნიზაციის შემდეგ, მგზავრობის დრო 50%-ით შემცირდება”

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთლიანობაში აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანზე უნდა აშენდეს 730 კმ ახალი გზა. როგორც მთავრობის მეთაურმა საქართველოს სივრცითი მოწყობის პრეზენტაციაზე განაცხადა,  სრულად ყველა გზაზე მშენებლობა დასრულება 2020 წლის ბოლოსთვის.

  • აღმოსავლეთ-დასავლეთის ძირითადი მაგისტრალის გარდა შენდება თბილისი-წითელი ხიდის და სადახლოს მიმართულება:
  1.  თბილისის შემოვლითი გზა – 55კმ
  2.  რუსთავი – წითელი ხიდი 35 კმ
  3.  რუსთავი – სადახლო 40 კმ

 სამივე პროექტზე მიმდინარეობს პროექტირება.

ამ მონაკვეთების აშენებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით ჩვენ მივიღებთ რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვან თანამედროვე სტანდარტების გზას:

  •  წითელი ხიდი – ანაკლია – მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 სთ-ით.
  •  წითელი ხიდი – სარფი – მგზავრობის დრო შემცირდება 2 სთ-ით.
  •  წითელი ხიდი – ფოთი – მგზავრობის დრო შემცირდება 1,5 სთ-ით.
  •  სადახლო – ანაკლია – მგზავრობის დრო შემცირდება 3 სთ-ით.
  •  სადახლო- ფოთი – მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 სთ-ით.
  •  სადახლო – სარფი – მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 სთ-ით.
  •  ლაგოდეხი – ანაკლია – მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 სთ-ით.
  •  ლაგოდეხი – ფოთი – მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 სთ-ით.
  •  ლაგოდეხი-სადახლო – მგზავრობის დრო შემცირდება 1,5 სთ-ით.

"მთლიანობაში აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანზე უნდა აშენდეს 730 კმ ახალი გზა. სრულად ყველა გზაზე მშენებლობა დასრულება 2020 წლის ბოლოსთვის. ამჟამად არსებული ორზოლიანი გზების ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებად მოდერნიზაციის შემდგომ გადაადგილების სიჩქარეები საშუალოდ გაიზრდება 80-100%- ით, მგზავრობის დრო შემცირდება საშუალოდ 50%-ით, ხოლო გამტარუნარიანობა გაიზრდება 4-ჯერ", – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად