ბრაკონიერებმა, კახეთში, გარემოს დაცვის სააგენტოს უფროსი დაჭრეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დაცვის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსი დაჭრეს, მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ბესო შუბითიძე თანამშომელთან ერთად გეგმიურ შემოვლაზე გურჯაანში, მდინარე ალაზნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა,რა დროსაც საეჭვო ბრაკონიერები შენიშნეს. სავარაუდოდ სწორედ მათ განახორციელეს შუბითიძის მისამართით გასროლა.

“მდინარე ალაზანში მე და ჩემი თანამშორმლი ვიყავით,ორმა უცხო პიროვენებამ ჩვენი მისამართით ისროლა. მაქვს რამდენიმე ჭრილობა და ვარ საავადმყოფოში. ბრაკონიერებს მასკები “ეკეთათ” და სახეები ვერ გავარჩიე.”- განაცხადა შუბითიძემ. ბესო შუბითიძე ამ დროისთვის გურჯაანის ჯეო ჰოსპტალსშია მოათავსებული.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, “გარემოს დაცვის სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა თავდასხმა რა დროსაც მას სანადირო თოფიდან გასროლით მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ დაადგინა დანაშაულის ჩამდენი პირი. მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის II ნაწილით”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...