A1 ბანერი

გზავნილით მიღებული საქონლის 300 ლარიანი ლიმიტი შესაძლოა 500 ლარამდე გაიზარდოს

დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტმა საფოსტო გზავნილებზე განბაჟების ზღვარის 500 ლარამდე გაზრდას მხარი დაუჭირა.

ევროპულმა საქართველომ აღნიშნული ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში მეორედ წარადგინა.

“ევროპული საქართველოს” წევრის, გიორგი კანდელაკის განაცხადებით კანონპროეტქის მიზანს წარმოადგენს იმ ფიზიკური პირებისათვის ხელის შეწყობა რომლებსაც ელექტრონულად გამოწერილი იმავე ფასის და ოდენობის საქონლის შემთხვევაში საფოსტო გზავნილებით მიღებულ საქონელზე კურსთა სხვაობით უწევთ განბაჟება.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, კერძოდ, ცვლილებები შედის კოდექსის 199-ე მუხლში, რაც გულისხმობს, ფიზიკური პირების მიერ საფოსტო გზავნილით მიღებული საქონლის 300 ლარიანი ლიმიტის 500 ლარამდე გაზრდას, რაც კურსთა სხვაობის კომპენსაციას წარმოადგენს.

აღნიშნული ლიმიტი შეეხება იმ პროდუქციას, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი. კომიტეტმა აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...