გვრიტიშვილი: საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივე, სასამართლოში დანერგილმა საქმეთა განაწილების ელექტრონულმა სისტემამ განაპირობა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე “Doing Business”- ის 2019 წლის ანგარიშზე იმსჯელეს. ანგარიშის მიხედვით, ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო 190 სახელმწიფოს შორის მეცხრე ადგილიდან მეექსვე ადგილზე დაწინაურდა.

საქართველო დასახელებულია იმ სახელმწიფოთა რიცხვში, სადაც გაიზარდა სასამართლოს ავტომატიზაცია. კვლევის თანახმად, საქმეთა შემთხვევითმა ელექტრონულმა განაწილებამ ხელი შეუწყო ხელშეკრულებების აღსრულებას, რაც ბიზნესის კეთების გამარტივების ერთ-ერთ კომპონენტად არის დასახელებული კვლევაში.

“ამ ანგარიშში დაფიქსირებულია, რომ სასამართლო სისტემაში დანერგილმა მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების ელექტრონულმა სისტემამ, რომელიც საქმეებს შემთხვევითი პრინციპის დაცვით ანაწილებს, ასევე პროცესების წარმართვის ხარისხის ამაღლებამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის, რომ საქართველომ მეცხრე ადგილიდან გადაინაცვლა მეექვსე ადგილზე ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, რის შედეგადაც გავუსწარით ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ნორვეგია, აშშ და დიდი ბრიტანეთი”,-განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...