A1 ბანერი

გვრიტიშვილი: …”სააკაშვილის დროინდელ გადმონაშთებს”, “ანასხლეტებს” გვიწოდებენ, რომლებიც წარსულს უნდა ჩაბარდნენ!

ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“გარდა იმისა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების მორატორიუმის ინიციატივა ანტიკონსტიტუციური და დისკრიმინაციულია, პარადოქსულიცაა შემდეგი თვალსაზრისით:

ინიციატორები თავს იწონებენ პროგრესულობით, ,,სამართლიანობის აღდგენის“ განზრახვით, ჩვენ ხომ ,,სააკაშვილის დროინდელ გადმონაშთებს“, ,,ანასხლეტებს“ გვიწოდებენ, რომლებიც წარსულს უნდა ჩაბარდნენ!” – წერს დიმიტრი გვრიტიშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ასევე აღნიშნავს, რომ “უვადოდ დანიშვნების მორატორიუმის ინიციატივით სწორედ წარსულს აბრუნებენ, იმ ,,სააკაშვილის“ წარსულს, როცა უფლებამოსილების ვადა დამოკლეს მახვილივით ეკიდა მოსამართლის თავზე!”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...