გვრიტიშვილი პრეზიდენტს: ანა დოლიძეს შეუწყვიტეთ იუსტიციის საბჭოს წევრის უფლებამოსილება

ასე მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი.

“მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს – ანა დოლიძეს შეუწყვიტოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება, რადგან ეს უკანასკნელი არის აქტიური პოლიტიკოსი, კერძო სამართლის იურიდიულ პირებში იკავებს ხელმძღვანელობით (წარმომადგენლობით) თანამდებობებს, რაც შეუთავსებელია საბჭოს წევრის სტატუსთან, ასევე – სისტემატიურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას!”- წერს გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად