A1 ბანერი

გვრიტიშვილი: პრეზიდენტყოფილ მარგველაშვილს დოლიძე კონკურსის წესით უნდა დაენიშნა

ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

იცით, რატომ არ აქვს ლეგიტიმაცია ანა დოლიძე Anna Dolidze იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისათვის?

1) ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-11-პრიმ პუნქტის თანახმად, პრეზიდენტყოფილ მარგველაშვილს ის კონკურსის წესით უნდა დაენიშნა. გაგიგიათ ვინმეს ასეთი კონკურსის ჩატარების შესახებ? მე არა! ანუ – თუ ანა დოლიძე უკონკურსოდ დაინიშნა, ჩადენილია კანონდარღვევა და მისი დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტი ბათილია!

2) თითქმის ყველა უწყებას და პროფესიულ ჯგუფს აქვს ეთიკური წესები, რომელიც უნდა დაიცვას ამ უწყებაში დასაქმებულმა ან პროფესიულ ჯგუფში გაწევრიანებულმა პირმა. ეთიკური წესები კი ამ პირს პირველ რიგში ავალდებულებს – იზრუნოს უწყების/პროფესიული ჯგუფის ინტერესების დაცვასა და ავტორიტეტის ამაღლებაზე.

ანა დოლიძე კი რას აკეთებს? შანსს არ უშვებს – ძირი გამოუთხაროს სასამართლო ხელისუფლებას და დააკნინოს საზოგადოების, უცხოელების თვალში! იტყუება ყოველ ფეხის ნაბიჯზე და ზრუნავს მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ კარიერაზე, სასამართლოს დისკრედიტაციის ხარჯზე! შეგიძლიათ ნახოთ, როგორ იფერებს ხოლმე, როცა ვინმე დაუწერს: ,,ანა, თქვენ საუკეთესო პრეზიდენტი იქნებოდით!“ და გულაჩუყებული უხდის მადლობებს.

3) ანა დოლიძე არ მონაწილეობს არც ერთ ღონისძიებაში, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ან სასამართლოს დადებითად წარმოაჩენს! იქ კი, სადაც სასამართლოს ლანძღავენ, ის პირველი მიდის!

სწორედ ამ სამი გარემოების გამო, ანა დოლიძეს არ აქვს ლეგიტიმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისათვის.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, 2018 წლის 8 იანვარს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არა მოსამათლე წევრად ანა დოლიძე დანიშნა, რომელმაც

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...