გვრიტიშვილი: ლოგიკურია სასამართლო ხელისუფლებასაც ჰყავდეს საპარლამენტო მდივანი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძემ მოსამართლეებთან გამოთქმულ ინიციატივას, სასამართლოს ხელისუფლებას საკანონმდებლო ორგანოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი იწონებდ და აცხადებს, რომ ამაზე აუცილებლად იფიქრებენ.

“იყო ადრე ამაზე საუბარი, სასამართლო ხელისუფლება ხელისუფლების ცალკე შტოა. გამომდინარე იქიდან, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას და პრეზიდენტს ჰყავს საპარლამენტო მდივანი პარლამენტთან ურთიერთობაში, ლოგიკურია რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც და სასამართლოსაც ყავდეს, ვიფიქრებთ ამაზე. ამისთვის საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო”, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასვლითი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართა, რომელსაც 150 მოსამრლეზე მეტი ესწრებოდა, სადაც მსჯელობდნენ კანონპროექტზე  – „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კანონპროექტი ითვალისწინებს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...