A1 ბანერი

გვრიტიშვილი:დაჩი ცაგურია არ არის იმ კონსტრუქციის, რომ 50 პოლიციელს ეცემა და მერე სიარული შეძლებოდა

ასე პასუხობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი, საზოგადოებრივი მოძრაობა “მე ვიცავ თავისუფლებას” დამფუძნებელის, დაჩი ცაგურიას ბრალდებებს.

„რამდენჯერმე მოვისმინე დაჩი ცაგურიას განცხადება თითქოს მე უგულებელვყავი, ანუ ნაწამები დაჩი ცაგურია… მე სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა. ვიზუალურად მას დაზიანებები, როგორც თვითონ ამბობს იმ ფორმით არ ეტყობოდა.

მერე მოვისმინე მისი კომენტარი, თურმე 50-მდე პოლიციელს უცემია. მერე ჩაუყვანიათ რაღაც ბეტონის იატაკზე და იქ გაუგრძელებიათ ცემა.

მისდამი პატივისცემის მიუხედავად, დაჩი ცაგურია არ არის ისეთი ფიზიკური კონსტრუქციის რომ 50 კაცის ცემის შემდეგ საერთოდ ფეხზე სიარული შეძლო და ჯდომა… იგი უშუალოდ მონაწილეობდა პროცესში ადვოკატთან ერთად და აქტიურად იყო ჩართული

ნუ გარკვეული ფიზიკური დაზიანება ჰქონდა, როგორც პოლიციელები საქმიდან გამომდინარე  ამბობდნენ, ეს იყო დაკავების დროს გაწეული წინააღმდეგობის მომენტი. ეს შეიძლება სხვა საქმეებშიც მოხდეს.

ამიტომაც, როდესაც ეს გამჟღავნდა პროცესზე, მე მას მივუთითე რომ ეს არის ცალკე დავის საგანი და დანაშაული თუ პოლიციელებმა ძალას გადაამეტეს“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა გადაცემა “პოლიტმეტრში”.

შეგახსენებთ, ცაგურიამ  პარლამენტს მიმართა, არ აირჩიოთ დიმიტრი გვრიტიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ!

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...