A1 ბანერი

გვრიტიშვილი: ჩვენ ვსაუბრობთ ევროპული სტანდარტებით, მათი ინიციატივები კი კომუნისტურია 

“მე ვფიქრობ, რომ უმრავლესობის უმრავლესობა შეინარჩუნებს საღ მიდგომას იმვარი მიდგომის მიმართ, რასაც ჰქვია საქართველოში მოსამართლეთა უვადო წესის შემოღება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის საბჭოს გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“მე იმედი მაქვს, რომ არ მოხდება მისი გაუქმება საქართველოში. ამის დაშვებაც არ მინდა. იმიტომ, რომ ეს ისტორიული მონაპოვარი აუცილებლად დასაცავია. ამ მონაპოვარს ჩვენი ქვეყანა მიჰყავს დემოკრატიული გზით ევროპისკენ და ამერიკისკენ.

ეს ქალბატონები ჩვენს კონფერენციას უწოდებენ კომუნისტურ პარტიას, დღეს დადასტურდა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ევროპული სტანდარტებით, მათი ინიციატივები არის ზუსტად კომუნისტური პარტიისკენ მიმართული”, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

შეგახსენებთ, მოსამართლეები მსჯელობენ კანონპროექტზე – „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კანონპროექტი ითვალისწინებს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...