A1 ბანერი

გვრიტიშვილი: ბესელიას სასამართლო კორპუსი შურისძიებისთვის უნდა, მათი ქმედებები სასამართლოს დასჯისკენაა მიმართული

ამის შესახებ ჟურნალისტებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის საბჭოს გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ეკა ბესელიას შურისძიებისთვის უნდა სასამართლო კორპუსის… კონკრეტულ მოსამართლეებს სახელებს და გვარებს შეიძლება ვერ დაარქვას, თუმცა რეალობა არის ასეთი. ყველა ინიციატივა თუ მათი განცხადებები და მოქმედებები მიმართულია სასამართლო დასჯისაკენ. რა თქმა უნდა, ისინი სახელს და გვარს ვერ დაარქმევენ კანონპროექტს და ქმედებებს, თუმცა რეალობა არის ასეთი.

მე მახსოვს პათოსი, როდესაც ათკაციანი სია იყო წარდგენილი, მაშინ დაიწყო საუბარი კრიტერიუმებზე, თუმცა ეს გამოდგა ფარსი. არავითარ კრიტერიუმებზე არ მიდის საუბარი. საუბარი მიდის პოლიტიკოსთა ნაწილის, ასევე არამოსამართლე წევრების და არასამთავრობოთა მხრიდან, მოთხოვნა არის რომ დაიშალოს ლეგიტიმურად შექმნილი ორგანო”, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

შეგახსენებთ, მოსამართლეები მსჯელობენ კანონპროექტზე – „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კანონპროექტი ითვალისწინებს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...