A1 ბანერი

გვრიტიშვილი: ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი გასულები არიან სამართლებრივი ჩარჩოებიდან!

“სიტყვები არ მყოფნის, რომ ადეკვატურად შევაფასო არამოსამართლე წევრების ნაზი ჯანეზაშვილების და ანა დოლიძის დღევანდელი საქციელი”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის საბჭოს გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“სხვადასხვა რეგიონებიდან ათეულობით ჩამობრძანებულ მოსამართლეებს ჰქონდათ ლოგიკური შეკითხვები. ეს ინიცირებული კანონპროექტი მათ ბედს ეხება. მათ და ჩვენც გვეგონა, რომ იქნებოდა დისკუსიის რეჟიმი და მოხდებოდა მოსაზრებების გაცვლა, თუმცა მივიღეთ სამარცხვინო ვითარება, როდესაც ვსაუბრობდით მხოლოდ მოსამართლეები, ხოლო ანა დოლიძე და ნაზიბროლა ჯანეზაშვილი ბოლომდე ინარჩუნებდნენ “რირსეულ დუმილს”.

მე ვფიქრობ, რომ კვალიფიციური და სამართლებრივი არგუმენტები არ გააჩნიათ, ელემენტარულად პასუხისმგებლობა არ აქვთ მოსამართლეების შეკითხვებზე პასუხები ჯერ არ გაეცათ. ისინი გამბედავები არიან თქვენთან, ინტერვიუების მოცემისას, ასაევე არასამთავრობოებთან და პოლიტიკურ პარტიებთან “კონსულტაციების” დროს. ეს უკვე ადასტურებს, რომ ეს პოზიცია დაწყებული საქართველოს პარლამენტის წევრთა გარკვეული ნაწილის მხრიდან და რასაც მხარს უჭერენ ქალბატონები – ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი, აბსოლუტურად გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან და აშკარად ატარებს სუბიექტურ მიზნებს”, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

შეგახსენებთ, მოსამართლეები მსჯელობენ კანონპროექტზე – „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კანონპროექტი ითვალისწინებს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...