გვრიტიშვილი ალავიძეს: ეს იყო კონკურსი, სადაც ყველა გამარჯვებული ვერ იქნება

ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრირტიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ჩემმა კოლეგამ – ბესარიონ ალავიძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც 25 ნოემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიმართ გამოიყენა ეპითეტები: ფამილიარობა, ნეპოტიზმი, სამარცხვინო.

გასაგებია: მისი უკმაყოფილება გამოწვეულია იმით, რომ მისივე პირადი თანაშემწე არ ჩაირიცხა მსმენელად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

მე მას შევახსენებ, რომ ჩვენ, მოქმედი მოსამართლეები, შეზღუდულნი ვართ მაღალი ეთიკური სტანდარტებით.

ასევე შევახსენებ, რომ ეს იყო კონკურსი და რომ კონკურსში ყველა გამარჯვებული ვერ იქნება.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობდნენ სასამართლო სისტემის სხვა, არანაკლებ კვალიფიციური მოხელენიც (სააპელაციო სასამართლოების თანაშემწეები, მენეჯერი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის წევრები და სხვ), რომელნიც ასევე ვერ ჩაირიცხნენ მსმენელებად. ეს არ ყოფილა ბოლო კონკურსი და მომავალში ყველას ისევ მიეცემა შანსი.

ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ – ფრთხილად მოეკიდონ მსგავსი საკითხების შეფასებას” -წერს დიმიტრი გვრიტიშვილი.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩაირიცხა 20 მსმენელი: ეკატერინე ბებია, ალექსანდრე გზირიშვილი, ეკატერინე ელიაძე, ნინო ენუქიძე, თეა თაყაძე, უჩა თოდუა, გიორგი თუნაური, თეა კალანდაძე, თორნიკე კაპანაძე, ლიანა კაჟაშვილი, ნათია მარშანია, ეკატერინე ობოლაძე, ბაია ოტიაშვილი, სალომე სამხარაძე, რომეო ტყეშელაშვილი, ლიელა ფოლადიშვილი, ლევან ყოლბაია, ნინო შერბაკოვა, ირაკლი ჩიკაშუა, კოტე ჭილაია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად