„გვირილობის“ კვირეულის ფარგლებში ქუთაისის საპატიო და ღვაწლმოსილი მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, პარლამენტარების ზაზა ლომინაძისა და გივი ჭიჭინაძის მონაწილეობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოქროს ჩარდახში“ ის ადამიანები დააჯილდოვა, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ქუთაისის განვითარებაში. წელს 10 გამორჩეულ პიროვნებას მიენიჭა ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება.

„ ვაგრძელებთ წლების მანძილზე დამკვიდრებულ ტრადიციას და დღეს კიდევ 10 ჩვენს თანაქალაქელს მივანიჭეთ საპატიო ქუთაისელის ტიტული. თითოეულმა მათგანმა, თავიანთი საქმიანობით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქუთაისის ცხოვრებაში. ისინი დღესაც ჩვენს გვერდით დგანან და ერთად გავაგრძელებთ ჩვენს ქალაქზე ზრუნვას.

ვულოცავ ქუთაისის საპატიო მოქალაქეებს ამ აღიარებასა და დაფასებას! ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს ვუსურვებ მათ!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...