გვირილებით მოხატული დისტანცია ტაძარში Covid-19-ის გავრცელების პრევენციისთვის (ფოტორეპორტაჟი)

“ქრისტიანი ყველაზე კანონმორჩილია და ყველაფერში პოულობს დადებითს” – ასეთი გზავნილით ავრცელებს ტაძრის ეზოს ფოტოებს თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარი სოციალურ ქსელში.

ტაძრის ეზოში მოხატულია გვრილები, რომელიც მრევლს დისტანიის დაცვისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქომ კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მრევლს მოუწოდებს:
“ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში სრულ განკურნებამდე, ხოლო ტაძრებში ადამიანებს შორის მანძილი დაცულ იქნას 2 მეტრით, ეზოში კი,- 1,5 მეტრით (ამისთვის მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა და ტაძრების რადიოფიცირება)” .

ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 75 შემთხვევა დადასტურდა. მათ შორის გამოჯანმრთელებული – 10;

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად