გვიმრაძე ხაზარაძეზე: სამწუხაროა, როდესაც პოლიტიკურ კარიერას მედიის შეურაცხყოფით იწყებ

“აბსრურდულად ჟღერს თავად ის ბრალდება რომ შეიძლება პირველ არხს გაეტეხა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ბანკირის კომპიუტერი”,-ამის შესახებ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ “პირველ არხთან” საუბრისას განაცხადა.

“უპირველსყოვლისა, ცალსახად, სამწუხაროა, როდესაც პოლიტიკურ კარიერას იწყებ მედიასთან ამ ტიპის დაპირისპირებით, მედიის შეურაცხყოფით, მისი მიკროფონის აბუჩად აგდებით. იმდენად, რამდენადაც მედიისთვის უცხო არ მომხდარა იმ ფაქტში, რაც გუშინ გამოქვეყნდა საზოგადოებრივი მაუწყებელის, საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე, რაც ასევე სხვადასხვა მედიაწყარომ გამოაქვეყნა.

აბსრურდულად ჟღერს თავად ის ბრალდება, რომ შეიძლება “პირველ არხს” გაეტეხა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ბანკირის კომპიუტერი და იქიდან აეღო გარკვეული სია. დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა ამ ადამიანების სახელი და გვარების გაგება და დასახელება.”,-განაცხადა გვიმრაძემ.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია, რომელიც საქართველოს პირველმა არხმა მოძრაობის წევრების შესახებ გუშინ გაავრცელა, მოძრაობა „ლელოს“ კომპიუტერიდან იყო ამოღებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად