GVIBA: ბოლო 1 წელიწადში მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მხოლოდ 15% გამოცხადდა ინსპექტირებაზე, რაც კატასტროფული მაჩვენებელია

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია ავრცელებს.

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის (GVIBA) პეზიდენტი დავით მესხიშვილი წარმოადგენს კვლევის შედეგებს და გააკეთებს საგანგებო განცხადებას მგზავრთა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური სამგზავრო ტრანსპორტით საფრთხის შემცველი გადაყვანების შესახებ.
2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 1 ივნისამდე მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მხოლოდ 15% გამოცხადდა ინსპექტირებაზე, რაც არის კატასტროფული მაჩვენებელი, თან იმ ფონზე, როდესაც ზაფხულის სეზონს ახასიათებს საქალაქთაშორისო მიმოსვლის ინტენსივობის ზრდა.
პრესკონფერენცია გაიმართება 6 აგვისტოს, 11:00 სთ-ზე. მისამართი: კახეთის გზატკეცილი 141 (სასწავლო-საგამოცდო ცენტრის შენობა, II სართული. ლუგარის ლაბორატორიასთან)”, – ნათქვამია ასოციაციის გავრცელებულ პრეს-რელიზში.

კომენტარები
იტვირთება...