გვენეტაძე: მინდა ნაზი ჯანეზაშვილს მოვუბოდიშო საბჭოს წევრების არაეთიკური გამონათქვამების გამო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტძე, იუსტიციის უმაღლესო საბჭოს არამოსამართლე წევს, ნაზი ჯანეზაშვილს ბოდიშ უხდის იმ არაეთიკური მიმართვებისთვის, რაც  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან მოხდა, მოსამართლეების უვადოდ არჩევის კენჭისყრის დროს. 

"მინდა ქალბატონ ნაზის ზოგადად მოვუბოდიშო. ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული აზრი, განსხვავებული პოზიციები მაგრამ მთავარია, რომ საბჭოს სხდომის სტანდარტი იყოს ძალიან მაღალ დონეზე და არ იყოს დამატებითი კითხვები საზოგადეობის მხრიდან", – განაცხადა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლით სხდომაზე, რომელიც ბორჯომში ჩატარდა. 

ნაზი ჯანეზაშვილის "რუსთავი 2"-თან აცხადებს, რომ  "სასამართლოში განსხვავებული აზრის და ღია მოსაზრებების დაფიქსირება არ არის მიღებული. მე ჩემს მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს პრობლემა დავინახე.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს პრობლემა დგას იუსტიციის საბჭოში, ბუნებრივია ალბათ არის ეს პრობლემა სასამართლობში, სადაც ჩვენ არ ვიცით რეალურად რა ხდება. ამიტომ, ვშიშობ რომ ეს არის სერიოზული პრობლემა", – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა, ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრს ნაზი ჯანეზაშვილს საბჭოს წევრები ხშირად არაეთიკურად და არაკორექტულად ექცევიან

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად