გველთევზების ცოცხლად გადაყლაპვის შემდეგ ჩინელს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა

ჩინეთის ქალაქ ნანკინში, 51 წლის მამაკაცმა, იმ იმედით, რომ ყაბზობისგან და პროსტატიტისგან განიკურნებოდა, ორი ცოცხალი გველთევზა გადაყლაპა.

ჩინური ცრურწმენითი გადმოცემის თანახმად, ცოცხალი გველთევზების შთანთქმა ქრონიკული შეკრულობის და პროსტატისგან განკურნებაში ეხმარება ადამიანს. მამაკაცმა, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, ორი ცოცხალი გველთევზა, თითოეული 50 სმ სიგრძის, გადაყლაპა და სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა.
 
მამაკაცმა მუცლის არეში ძლიერი ტკივილები მალევე იგრძნო, მაგრამ ვინაიდან იგი მშენებლობაზე მომუშავე მიგრანტი იყო და მარტო ცხოვრობდა, საავადმყოფოში მხოლოდ 24 საათის შემდეგ მოხვდა. რენტგენმა აჩვენა, რომ ქირურგიული ჩარევა იყო საჭირო. ოპერაციის დროს ექიმებმა ნახეს რომ ერთ-ერთი გველთევზა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ხოლო მამაკაცს სიგმოიდურ კოლინჯზე (მსხვილი ნაწლავის ჯორჯლისეული ნაწილი – “აიპრესი”) თითქმის 2 სმ-იანი ნახვრეტი ჰქონდა.
 
“პაციენტის კუჭი წესრიგში იყო, მაგრამ გამოძრომის მიზნით გველთევზებს შეეძლოთ ბევრად უფრო თხელი და სუსტი ნაწლავის გამოღრღნა”, – განაცხადა ოპერაციის შემდეგ ექიმმა სუნ ხაიციანმა.
 
პორტალ dailymail.co.uk მიხედვით მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად