გვატემალის ახალი პრეზიდენტი ვენესუელასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას გეგმავს

გვატემალის ახალი პრეზიდენტი ალეხანდრო ჯამატეი აცხადებს, რომ ვენესუელასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას გეგმავს.

მან ასევე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს, ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებს, რომელმაც ადრე თავი სახელმწიფოს დროებით ხელმძღვანელად გამოაცხადა.

”ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება სწორია. სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებიც ასე იქცევიან”, – განაცხადა გვატემალის პრეზიდენტმა, რომელმაც აგვისტოში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

23 იანვარს ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.  შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნების უმეტესობამ, მათ შორის გვატემალამ, ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა ოფიციალურად აღიარეს გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად და მას მხარდაჭერა აღუთქვეს.

რუსეთმა, მექსიკამ, კუბამ, ბოლივიამ, თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა მხარი ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს დაუჭირეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად