გვარამია: ტყუილად ნუ ავრცელებთ, რომ რ2-ს გადაიბარებს ქიბარი, სამართლიან გადაწყვეტილებას თუ ვინმე გადაახტა, მოხვდება მწარედ!

ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

“ტყუილად ნუ ავრცელებთ, რომ “რ2”- ს გადაიბარებს ქიბარი. ტყუილით ნუ ამხნევებთ და ბოლო იმედს ნუ აძლევთ სასოწარკვეთილ მომხრეებს: კი ვართ გაფარჩაკებული, მაგრამ რ2ს წავიღებთ და ამოვისუნთქავთო.

ტყუილია! რ2 დარჩება იმ სტატუსკვოთი, როგორიც დღესაა. გავიმარჯვებთ აუცილებლად და სამართლიანობა იზეიმებს. სამართლიან გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ გადაახტება, ვერ გაბედავს და მორჩა. გაბედავს და მოხვდება მწარედ!

18 ივლისს ერთად ვიზეიმოთ სამართლიანობა! ვიკრიბებით რ2ის ეზოში (სანდროეულის 5ა), დღის 12საათზე! მოდით! მოიყვანეთ ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები! დიდი ზეიმი იქნება, გპირდებით! ✌🏻❤️” – წერს ნიკა გვარამია. 

ცნობისთვის,  სტრასბურგის სასამართლო 18 ივლისს “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...