გვარდიოლა ზიდანის წინააღმდეგ – ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში კლუბები დაწყვილდნენ

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვიდფინალური წყვილების კწნჭისყრა გაიმართა. ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს ცნობილი მეტოქეების პეპ გვარდიოლას და ზინედინ ზიდანის დაპირისპირება.

პეპი “ბარსელონას” ღირსებას იცავდა ჯერ ფეხბურთელი, შემდეგ კი მწვრთნელის რანგში, დღეს კი მანჩესტერ სიტის მწვრთნელია, რაც შეეხება ზიდანს ის მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი იყო, ახლა კი მას წვრთნის.

ასევე დიდ ინტერესს იწვევს მიუნჰენის ბაიერნისა და ლონდონის ჩელსის დაპირისპირება. მერვედფინალური წყვილების დაპირისპირება კი ასეთია:

პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი) – დორტმუნდი (გერმანია)

მანჩესტერ სიტი (ინგლისი)-  რეალი (ესპანეთი)

ვალენსია (ესპანეთი) – ატალანტა (იტალია)

ლივერპული (ინგლისი) – ატლეტიკო (ესპანეთი)

ბაიერნი (გერმანია) –  ჩელსი (ინგლისი)

იუვენტუსი (იტალია) –  ლიონი (საფრანგეთი)

ლაიპციგი (გერმანია) –  ტოტენჰემი (ინგლისი)

ბარსელონა (ესპანეთი) – ნაპოლი (იტალია)

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩები 18, 19, 25 და 26 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი შეხვედრები კი – 10, 11, 17 და 18 მარტს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად