გვარამიას თქმით ქვეყნიდან გაუსვლელობა ხელს შეუშლის ინვესტორ ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრაში

ნიკა გვარამიას თქმით, პროკურატურის მოთხოვნა მისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვაზე დიდი დარტყმა იქნება და სამომავლო გეგმების განხორციელებაში ხელს შეუშლის. ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ყოფილმა დირექტორმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

“ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვა კიდევ ერთი დარტყმა იქნება ჩემი ახალი მედიისთვის, რადგან ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ მისი ინვესტორები, მაგალითად ზაზა ოქუაშვილი, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელონ.

“რომ გითხრათ, განსაკუთრებული დინამიკა მახასიათებს ქვეყნიდან გასვლის, ძალიან მოგატყუებთ, რადგან ძალიან ბევრი საქმე მაქვს და იშვიათად გავდივარ. თუმცა, ქვეყნიდან გასვლის მოთხოვნაზე შემოტანილი განცხადება არის კიდევ ერთი დარტყმა ჩემი ახალი მედიის მომავალზე, რადგან ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ ინვესტორები, ვინც ამ მედიაში უნდა იყვნენ პარტნიორები. მე მათ ამ ქვეყანაში ვერ შევხვდები. მაგალითად ზაზა ოქუაშვილს ვერ შევხვდები ამ ქვეყანაში და იციან ეს. რა თქმა უნდა, ჩემი ვოიაჟები, იგივე უკრაინაში, იგივე ლონდონში, ზუსტად ამას ემსახურება ეს ყველაფერი. ამიტომ, მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ჩემი უდანაშაულობის გამო მე დღეს მოვითხოვ, დავრჩე აღკვეთის ღონისძიების გარეშე აუცილებლად. მე მაქვს მტკიცებულებები იმისა, რომ ეს დანაშაული საერთოდ არ ყოფილა. ჯერ ერთი, რაც იქ წერია, ეს ისედაც არ არის დანაშაული, უბრალოდ, ზიანის​ მიყენებაზეა საუბარი. მოდით, ასე ვთქვათ, თუ შემეშალა კონტრაქტის დადება, ეს დანაშაული არ არის, მაგრამ არც შემშლია და მე ამის მტკიცებულებები მაქვს” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...