ნიკა გვარამია ზურაბ ადეიშვილს: შენ აგეწება ნეგატიური კლიშეები…

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ იუსტიციის ყოფილ მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და youtube-ზე გამოაქვეყნა.

გვარამიას შეკითხვაზე, რატომ ეშინოდა ზურაბ ადეიშვილს საჯაროდ საუბარი კამერებთან,  მის მიერ გაკეთბულ საქმეებზე, თუნდაც  იუსტიციის სახლზე, რომელიც მისი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო, ყოფილმა მაღალჩინოსანმა უპასუხა, რომ ეს მისი ერთ-ერთი ფობიაა.

გვარამია : ლაპარაკი ხომ საჯარო მოხელის ნაწილია. რატომ გეშინოდა ყოველთვის ლაპარაკის და კამერებთან გამოჩენა?

ადეიშვილი: ხო აქვს ადამიანს რაღაც ფობია, ერთ-ერთი ფობიაა კამერების შიში და ჩიტების, ამას გარ­და, მთე­ლი ბავ­შვო­ბა მეც და დე­და­ჩე­მიც ვოც­ნე­ბობ­დით, რომ ექი­მი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და ერ­თა­დერ­თი, რის გა­მოც ამა­ზე უარი ვთქვი, არის სის­ხლის და ნემ­სის შიში. არა­სო­დეს მი­ყუ­რე­ბია, ნემსს რო­გორ უკე­თე­ბენ ადა­მი­ანს

გვარამია: საინტერესო დეტალია ნამდვილად. მეორე ნეგატიური ნაწილია ის რომ შენ აგეწება ძალიან ცუდი კლიშეები. მათ შორის იმიტომაც რომ შენ არასდროს არ გაგიკეთბია ამ საკითხებზე განმარტებები. ამაზე რას იტყვი, აქაც არ იყო საჭირო საუბარი?

ადეიშვილი: კი იყო. ჩვენი დამოიკიდებულება იყო ის რომ თუ რაღაც ინფორმაცია არის არასწორი, გავა დრო და  გაიგებს საზოგადოება. ეს გამოცილდებიდან გავიგეთ რომ აბსურდია. ყველა ქმედება უდნა ახსნა, რაც იწვევს კითხვის ნიშნებს. თუნდაც არასწორს.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად