გვარამია: ვერ მივხვდი, ისტერიკა რატომ გამოიწვია ნაციონალების პარლამენტში შესვლა-არშესვლამ

"ვერ მივხვდი, ისტერიკა რატომ გამოიწვია ნაციონალების პარლამენტში შესვლა/არშესვლის საკითხმა", – ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

"არაა ასეთი ცალსახა ეგ საკითხი, ორივე გადაწყვეტილებას თავისი პლიუსები და მინუსები აქვს და იფიქრონ და მიიღონ გადაწყვეტილება მათ, ვისაც ეს ეხება. მათვე აიღონ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა. ყველგან ასე ხდება და რა საჭიროა ისტერიკა, გაუგებარია", – წერს გვარამია facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...