გვარამია: უკანონო დავალების ყველა შემსრულებელი ციხეში და საჯარო სამსახურში დასაქმების სამუდამო აკრძალვა

ამის შესახებ, სამაუწყებლო კომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

“მერე მეტყვიან, მოსამართლე ფილიშვილი, მოსამართლე ხორავა და პროკურორი ვასილ სამხარაძე თვითონ მსხვერპლი არიან და მათი დაჭერა გადამეტებააო.

უკანონო დავალების ყველა შემსრულებელი ციხეში და საჯარო სამსახურში დასაქმების სამუდამო აკრძალვა. მათ შორის, კონსტიტუციური უფლების – იყოს არჩეული – ჩამორთმევა.

განსახილველიც აღარაა”- წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა ზუკა ბერძენიშვილს 7 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარა, გიგა მაქარაშვილს 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ბექა ბასილაიას და ირაკლი ნადირაძეს 13 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ელგუჯა ბაგრატიონს 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, გურამ მჭედლიშვილს და გიორგი ბუნტურს 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, კაჭარავას და მჟავანაძეს 4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ელგუჯა ბაგრატიონი სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა.

კიდევ 18 დაკავებული პირის საქმეზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად