გვარამია:უგულავასთვის ბრალის წაყენება პოლიტიკური ზეწოლის მკაფიო ფორმაა

ამის შესახებ სოციალურ ქსელში, სამაუწყებლო კომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს.

“გიგი უგულავასთვის ბრალის წაყენება, აშკარა სამართლებრივი და ფაქტობრივი სიმახინჯის გარდა, პოლიტიკური ზეწოლის მკაფიო ფორმაა: ხვალინდელი აქციის წინ ოპოზიციის ერთერთ გამორჩეულ ლიდერს აფრთხილებენ, ხვალ ოპოზიციის აქციაზე ზედმეტი არ მოგივიდეს, თორემ წინასწარი პატიმრობა იცის მაგ ზედმეტობებმაო. ეს ბრალი თუ ვერა, ხვალინდელი რომ დაემატება, ორი ბრალი კი გაქაჩავს მაგდენსო.

ასეა ეს.” – წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, გიგი უგულავას და გიორგი გაბაშვილს თბილისის აეროპორტში თავს დაესხნენ, რის შემდეგ ისინი დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. 

დაკითხვის დასრულების შემდეგ, უგულავამ მედიასთან განაცხადა: მეც და გიორგი გაბაშვილმაც ექსპერტიზაზე უარი ვთქვით

მოგვიანებით, გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა: პოლიცია დიდსულოვნად მომადგა სახლში და ბრალს მიყენებენ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად