გვარამია: წმინდა ძროხებად ამოიჩემეთ სამი ადამიანი და ჟურნალისტს ბულინგის ქარცეცხლში ატარებთ

” დამამშვიდებელი დალიეთ და წესები დაიცავით ეპიდემიასთან ბრძოლის”-ამის შესახებ, “მთავარი არის” დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

” უკაცრავად, მაგრამ მართლა პანიკა და ისტერიკა გჭირთ. უკვე წმინდა ძროხებად ამოიჩემეთ სამი ადამიანი და მათთვის ლეგიტიმური შეკითხვების დასმისთვის ბულინგის ქარცეცხლში ატარებთ ჟურნალისტებს. დამამშვიდებელი დალიეთ და წესები დაიცავით ეპიდემიასთან ბრძოლის.

ეპიდემიოლოგების აკვიატებული ხატება რომ გამშვიდებთ, ეს არ ნიშნავს: ა. რომ ისინი შეცდომებს არ უშვებენ ეპიდემიასთან ბრძოლაში, ბ. რომ მათ მთავრობა არ იყენებს, მათ შორის, ძალიან ცუდად პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ (აბა რა ვიფიქროთ იმ უკონტექსტო და მათ კომპეტენციას გაცდენილ ტექსტებზე, რაც დღეს ვისმინეთ), გ. რომ თქვენ კარგად ხართ და არაფერი არ გემუქრებათ. პირიქით, დაავადების ნულოვან სტადიაზე იმყოფებით – პანიკური შიში და არარაციონალური დასკვნები.

პანიკა მართეთ საკუთარ თავში, პანიკა. შენ კი ბრილიანტი იყავი და შესანიშნავი ინტერვიუ გქონდა.”-წერს გვარამია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად