A1 ბანერი

გვარამია: ცერცვაძე, ნაზღაიძე, გუჯაბიძე და ყაველაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალურიად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე და ამავე სასამართლოს სამოქალაქო კოლეგია ნატა ნაზღაიძის, ნათია გუჯაბიძის და შორენა ყაველაშვილის შემადგენლობოთ არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები. 

"ბატონი ვალერი ცერცვაძე, ქალბატონები ნაზღაიძე, გუჯაბიძე და ყაველაშვილი არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები. მათთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ უნდა დაიწყო გამოძიება და ისინი მისცეს პასუხისგებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა პროკურატურა მისცემს პასუხისგებაში ამ ქალბატონებს და ბატონებს და ასევე იმ პირებს, ვინც თავის დროზე გამოძიება არ დაიწყო. ნუ აიღებთ თქვენზე ამ პასუხისმგებლობას, გაუსწორდით სისხლის სამართლის დამნაშავეებს ისე, როგორც კანონი გავალდებულებთ".-განაცხადა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...