გვარამია ჭიათურელ მაღაროელებს: ივანიშვილის თამაშს თამაშობთ, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ივანიშვილი

“ჩემს ჟურნალისტებს ვერანაირი საფრთხის წინაშე ვერ დავაყენებ. ვერც იმის გამო რომ თქვენი შიმშილობა გაშუქდეს. “,- ამის შესახებ “რუსთავი ორის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, ფეისბუქჩართვის დროს ჭიათურაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

ნიკა გვარამიას თქმით, ჭიათურაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას მის მიერ გამოთქმული მოსაზრების გამო, “რუსთავი ორის” ჟურნალისტებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

“ისინი ვინც არჩევნებში 3 დღის წინ ხმას აძლევენ ხელისუფლებას და სამი დღის მერე ამავე ხელისუფლების გადგომის მოთხოვნით გამოდიან, მინიმუმ ალოგიკურია. ძალიან ცინიკურად თუ მივუდგებით ძალიან ცინიკური განცახდებების გაკეთება შეიძლება.

არანაირი ბოდიში არ იქნება. არ გინდათ “რუსთავი ორმა” გაგაშუქოთ? ნუ გაგშუქებთ, ჩემს ჟურნალისტებს ვერანაირი საფრთხის წინაშე ვერ დავაყენებ. ვერც იმის გამო რომ თქვენი შიმშილობა გაშუქდეს. კარგად ბრძანდებოდეთ, თუ დაგჭირდებათ “რუსთავი ორი” დაგვიძახეთ, მოვალთ, ჩვენ არ ვბრაზდებით თქვენზე. თქვენი გაბრაზება გქონდეთ, იყავით გაბრაზებული მეპროტესტეები, თუ რამეს მიაღწევთ, გაგვიხარდება.

ვერაფერს მიაღწევთ სანამ არ აღიარებთ რომ ბიძინა ივანშვილის გამო შიმშილობთ, ბიძინა ივანიშვილს მიეცით ხმა 3 დღის წინ და დღესაც ივანიშვილის თამაშს თამაშობთ. ებრძვით ერთადეღთ ძალას რომელიც ივანშვილისი წინაამღდეგ ომშია ჩართული(“რუსთავი ორს”), ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ბიძინა ივანიშვილი”,-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, ჭითურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, მათ მოთხოვნას ასევე დაემატა ისიც რომ კომპანიამ დატოვოს ქალაქი, ეს მოთხოვნა მას შემდეგ გაჟღერდა რაც მაღაროელებმა და კომპანიის წარმომადგენლებმა გუშინ შეხვედრაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.მაღაროელების გაფიცვას ჭიათურაში, სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ. მას შემდეგ, რაც გაფიცულმა მუშებმა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ქალაქში მასობრივი პროტესტი დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...