A1 ბანერი

გვარამია: შორენას ყბა მოენგრა, როცა საპატრიარქოში დამინახა და გაიგო პატრიარქთან ვიყავი

“გარდა იმისა, რომ მე დეკანოზ მამალაძის ადვოკატი ვარ, მარგველაშვილთან მე შევედი პატრიარქის კურთხევით, სათხოვნელად დეკანოზ მამალზის გათავისუფლებაზე” – განაცხადა ნიკა გვარამიამ “რეაქციაში”.

“საპატრიარქოში მქონდა ჯერ შეხვედრა, მათი თხოვნით, მე არავისთან მითხოვია შეხვედრა. მამა ვახტანგმა დამირეკა და მითხრა, რომ პატრიარქს უნდოდა შეხვედრა. გამომკითხა საქმის დეტალები და მოვუყევი ყველაფერი. ისიც მკითხა, რატომ ფიქრობ, რომ ტყუილად ზისო და ესეც მოვუყევი ბოლომდე. მერე მკითხა, რატომ არ იწყალებს პრეზიდენტიო და მე ვუთხარი, ზუსტად მაგის სათხოვნელად მივდივარ და მინდა თქვენც იყოთ თნახმათქო. მე ნებისმიერ შემთხვევაში ვთხოვდი ამას პრეზიდენტს, მაგრამ პატრიარქმა მითხრა, მიდი, დაელაპარაკე და აუხსენი რა ხდებაო. ეს იყო ამბავი, რომელიც იქ მოხდა და რომელიც მე პირდაპირ ეთერშიც მოვყევი” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, ამის შემდეგ ის მივიდა მარგველაშვილთან და აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ მარგველაშვილს ჩამოყალიბებული ჰქონდა რწმენა დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობაზე. თუმცა, იქ სულ სხვა რეალობა დახვდა.

“მარგველაშვილის გუნდმა ანა ნაცვლიშვილით და კახა კოჟორიძით დაწყებული, ფიქრია ჩიხრაძით დამთავრებული, თავიდან ბოლომდე გაიარა ეს საქმე, მაგრამ საპატრიარქოს გავლენით, შეწყალება არ მოხდა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში ხელისუფლება არ ჩარეულა, ვერ ჩაერეოდა მარგველაშვილის მთავრობასთან დამოკიდებულების გამო. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, შეწყალება საპატრიარქოს ჩარევით დაიბლოკა.

გასაგებია, რომ საპატრიაქროში არსებობს ჯგუფი, რომელსაც ეს არ უნდა, ამ ჯგუფის მთავარსარდალი კი შორენაა, რომელსაც ყბა მოენგრა, როდესაც  იქ დამინახა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გეუბნებით და იყო იქ გარჩევა, როგორ მოვხვდი პატრიარქთან, ისე რომ შორენამ არ იცოდა.

საოცრება ხდება საპატრიარქოში, ბოლოჟამია იქ, თუ რა ხდება არ ვიცი. ამ ხალხმა პირადად პატრიაქრის რეიტინგს რა დამართა. ეს ხალხი მიზანმიმართულად აკეთებს ამას თუ არამიზანმიმართულად, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინსტიტუციას, საქართველოს ეკლესიას აყენებენ უდიდეს, უმძიმეს ზიანს. და საკუთრივ საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს, რომელიც ნამდვილად არის გამოკვეთილი საზოგადო მოღვაწე ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში და მის რეპუტაციას არაფერს კარგს ეს ხალხი არ უშვრება, გაცილებით პირიქით აზიანებს ყოველდღიურად საკუთრივ პატრიაქრის რეპუტაციას ამ ხალხის ამგვარი საქმიანობა” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...