გვარამია სასამართლოზე: ჩვენი შეცდომების გამო ეს მონსტრი მივიღეთ და მერე ჩვენვე გადაგვყლაპა და დაგვღეჭა

“ახლა ვფიქრობდი სასამართლოზე. ჩემს პირად შეცდომებზეც, ჩემი გუნდის შეცდომების მთელ სერიაზე. ამ შეცდომების გამო, რა მონსტრი მივიღეთ და მერე ჩვენვე როგორ გადაგვყლაპა და დაგვღეჭა.” – ამის შესახებ თავის “ფეისბუქზე” რუსთავი ე-ის გენერალური მდივანი ჯიკა გვარამია წერს.

“დღევანდელ კატასტროფაზე, რომელიც რაღაც გაუგებარ კლანს ეწერება, რომელიც სინამდვილეში ივანიშვილის პირადი პრეტორიანული გვარდიაა სასამართლოში. არასოლიდური და არარელევანტურია იმაზე საუბარი, რომ ვიღაც 6-7 კაცი/ქალი თუ წავა, რამეს ეშველება.

დარჩება 250 და იქედან გამოიჩეკება ახალი კლანი და მოგვიბრუნდებიან და გვეტყვიან – ხო წავიდნენ, ხო შეგისრულდათ მოთხოვნა? ხოდა ხმა ჩაიგდეთ ახლაო. გავლილი მაქვს და ვიცი, ასე მოხდება.

მოკლედ, კლანი კი არა, ივანიშვილი უნდა წავიდეს და ისეთი არ უნდა მოვიდეს, ვინც უკვე საკუთარი თავისთვის დაიწყებს სასამართლოში პირადი გვარდიის ძერწვას.” – წერს გვარამია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...