გვარამია: საქართველოში დამყარდა რუსული ტიპის დიქტატურა! ყველას გაერთიანების დროა!

ამის შესახებ რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს პროკურატურასთან განუცხადა, სადაც მას მისთვის წარდგენილი ბრალი უნდა ჩააბარონ.

“მოვუწოდებ ყველას, დროა გაერთიანების. საქართველოში არის დიქტატურა. საქართველოში ხდება ის, რაც ხდება რუსეთში. არჩევნები რუსეთში ტარდება, მაგრამ თუ ვინმე ამტკიცებს, რომ რუსეთში დიქტატურა არ არის, სჯობია სახლში დაჯდეს, ტელევიზორს უყუროს და არ იყოს პოლიტიკაში. საქართველოში დამყარდა რუსული ტიპის დიქტატურა, უზურპატორი უნდა წავიდეს!” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად