გვარამია სალიაზე: არავის მოჭ…ოს… 36 კბილა მას გერმანიაში არ წაიყვანს და მის ფეხებქვეშ მიწა დაიწვება

ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ახლანდელი დირექტორის პაატა სალიას მისამართით “კურიერთან” ჩართვისას განაცხადა.

“პირობას ვდებ, როგორც კი “ქოცები” გადაშენდებიან, ქიბარ ხალვაში ფეხს დადგამს თუ არა საქართველოს მიწაზე, აღმოჩნდება პირდაპირ ციხეში! პირდაპირ ციხეში, ამ კატასტროფის მოწყობისთვის და თანამონაწილეობისთვის ამ შეთქმულებაში საქართველოს მთავარი ტელეკომპანიის წინააღმდეგ და ეს არარაობაც. პირობას ვდებ, უბრალოდ ამ ქვეყანაში ვერ იცხოვრებს. პირდაპირ პირობა შეექმნება, რომ ვერ იცხოვროს პაატა სალიამ რუსთავი 2-ის ბოლო და ბნელმა დირექტორმა ქვეყანაში, სახელობით საქართველო”, – აღნიშნა გვარამიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ სალია გვარამიას წინააღმდეგ მორიგ სარჩელის შეტანას გეგმავს პროკურატურაში, ამაზე რა პასუხი აქვს? – პასუხობს:

“თავზე გადაიხიოს ის სარჩელი, ჩემგან გადაეცი და არავის მოჭ…ოს. პაატა სალიას ყველა კბილს დავაყრევინებ, ვიდრე ციხეში მოხვდება, ისტორიული ღალატისთვის. დამელოდოს.

კენტავრი გყავთ უფროსი და მისი ფეხსაცმლის მწმენდავი. არარაობაა, საშუალოზე დაბალი კვალიფიკაციის იურისტი, არაფრის მიმღწევი ცხოვრებაში, მოვიდა და რუსთავი 2-ის დირექტორი გახდა. როგორც ჩანს ცხოვრებას არ აპირებს ამ ქვეყანაში და ჰგონია 36 კბილა გერმანიაში წაიყვანს, არ წაიყვანს! მის ფეხებქვეშ ამ ნაძირლობისთვის და ღალატისთვის და უმძიმესი ისტორიული აქტისთვის აუცილებლად მიწა დაიწვება, აუცილებლად მოხდება ეს, ვპირდები!” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...