გვარამია სალიას: თქვენთან თანამშრომლობას არაფერში არ ვაპირებ, მდივანსაც ვთხოვ რომ ყავა არ გაგიკეთოთ

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია “რუსთავი 2”-ში მივიდა. ის ცოტა ხნის წინ არხის უკვე ყოფილ დირექტორს ნიკა გვარამიას შეხვდა, თუმცა შეხვედრა მალევე დასრულდა. შეხვედრისას ნიკა გვარამიამ პაატა სალიას ასე მიმართა:

“თუ გგონიათ, რომ მე აქ გავმაგრდები და შიმშილობას დავიწყებ, ძალიან ცდებით. რაც საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა მათ შორის თქვენი მეშვეობით და თქვენი დამნაშავე მარწმუნებლის მეშვეობით, რომელიც აუცილებლად დაამთავრებს ციხეში, გპირდებით! თქვენ იმედია აქამდე არ მიხვალთ. თქვენი კოლაბორაციონიზმი აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის და არაფერში თქვენთან თანამრომლობას არ ვაპირებ. მდივანსაც ვთხოვ რომ ყავა არ გაგიკეთოთ. ვისაც გინდათ შეხვდეთ, უბრალოდ ჯერჯერობით ამ კაბინეტში ვერ შეგიშვებთ, რომელიც ჩემი პირადი სივრცეა, ვიდრე გავათავისუფლებ. თქვენ აქ მოხვედით ქვეყნის დემოკრატიის დასამარხად, სჯობდა კაბინეტისთვის მოსულიყავით, დაგითმობდით სიამოვნებით”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...