გვარამია: სალია უდუმაშვილის კონტრაქტს არჩევდა… გაბუნია და მელაძე სხვებზე 10-ჯერ უკეთეს პროდუქტს ქმნიან

ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ზალიკო უდუმაშვილის კონტრაქტს არჩევდა დღეს, უბრალოდ სახელი და გვარი არ თქვა. ვინ ეკითხება პაატა სალიას დღეს, როგორი კონტრაქტი ჰქონდა უდუმაშვილს? ჩვეულებრივად #1 სახეს ქართული ტელევიზიის, ყველა კვლევით 100%-იანი ცნობადობის. ეს მირჩევს, რომ თურმე ეს გაუგებარია.

მაია ასათიანს ჰკითხოს, როგორი კონტრაქტი აქვს, გაბუნიას ჰკითხოს როგორი კონტრაქტი აქვს? სახეები არიან “რუსთავი 2″-ში და მივიჩნიეთ, რომ უმნიშვნელოვანესი სახეები არიან, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან მაღალი გარანტიები არხზე მუშაობის. იმიტომ, რომ ამ ხალხზე ისეთი ნადირობა მიდიოდა, იმდენად მაღალ ხელფასს სთავაზობდნენ სხვა არხზე გადასვლის სანაცვლოდ, რომ ამის დაკომპენსირება ვალდებულება იყო ჩვენი. გაბუნია და მელაძე 10-ჯერ უკეთეს პროდუქტს რომ ქმნიან, ვიდრე სხვები, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ორჯერ უკეთესი ანაზღაურება მაინც უნდა ჰქონდეთ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...