გვარამია სააკაშვილს: შესანიშნავად გამოიყურებით, ძალიან გამხდარი ხართ და ეს ყოველთვის გიხდებათ

“როგორ ბრძანდებით, ბატონო მიხეილ? შესანიშნავად გამოიყურებით, ძალიან გამხდარი ხართ და ეს ყოველთვის გიხდებათ” – ასე დაიწყო თავისი ეთერი ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილთან.

ამის შემდეგ, მან მიხეილ სააკაშვილს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასება სთხოვა.

“რაც ახლა საქართველოში ხდება, ამას ჰქვია კანონის და კანონიერების ჩამოშლა, ამას ჰქვია “ბეზპრედელი”. როდესაც “ბეზპრედელშიკი” მართავს ქვეყანას, ამას ჰქვია “ბეზპრედელი”.

ეს რუსული სიტყვაა, მაგრამ სწორედ ის სიტყვაა, რომელიც შეესაბამება ახლა ამ ვითარებას. ყველაფერი წახალისებულია, ძალადობა პრავდება, იმიტომ რომ ძალაუფლებას ხედავენ, როგრც ხელისუფლების შენარჩულების ფორმას. რუსეთის მთავარი დაკვეთა პოსტსავჭოთა სივრცეში, არის ქაოსი და ამ ქაოსს გვიკეთებს ივანიშვილი, მაგრამ რა ვქნათ? რაც არის, არის, არაფერია მოუგვარებელი: – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად