გვარამია: რუსთავი 2-ზე სტრასბურგის გადაწყვეტილება სკანდალური დასკვნების შედეგი იქნება!

ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“დავაც კი არ შეიძლება სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე, ეს იყო სამართლებრივი კატასტროფაც და შედეგობრივი კატასტროფაც. ხადარკოვსკის საქმეც მახსოვს რუსული გავლენით გამოტანილი, სადაც თქვა, რომ პოლიტპატიმარი არ იყო და მის მიმართ მხოლოდ ციხეში მოპყრობა იყო… ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი, მაგრამ როგორც ჩანს არ აქვს, რადგან “რუსთავი 2″-თან კიდევ უარესი გააკეთა. სტრასბურგში გამოდის ასეთი უცნაური გადაწყვეტილებები და ეს გადაწყვეტილება გარწმუნებთ, რომ იქნება ძალიან ბევრი განხილვის და ძალიან მნიშვნელოვანი და სკანდალური დასკვნების შედეგი. ვნახავთ აგერ.

მაგრამ, არაფერს არ ცვლის სტრასბურგის გადაწყვეტილება. ის შეიძლება იყოს შეცდომით. ეს არის დანაშაულებრივი სქემა, რაც ჩვენ ვნახეთ. ქიბარ ხალვაში თავისი ადიუტანტი სალიათი არის ამის მონაწილე”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად