გვარამია “რუსთავი 2”-ის გენდირექტორად რჩება-პარტნიორთა სხდომამ ნიჟარაძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

ნიკა გვარამია “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორად რჩება. სამაუწყებლო კომპანიის პარტნიორთა სხდომამ მხარი არ დაუჭირა არხის 9%-იანი მეწილის, ნინო ნიჟარაძის მოთხოვნას გვარამიას გათავისუფლების შესახებ, – ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

ნიჟარაძის მხარე დირექტორის გადადგომის ერთ-ერთ არგუმენტად ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას ასახელებდა. კენჭისყრაზე კი ამ მოთხოვნას თავად ნინო ნიჟარაძის გარდა არავინ არ დაეთანხმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად