გვარამია: რურუა არის პოლიტიკური დევნილი! მან ბევრი გააკეთა ქართული დემოკრატიისთვის!

“გიორგი რურუა არის პოლიტიკურად დევნილი. დიახ, დანაშაული ჩადენილია, დიახ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.” – ეს სიტყვები სასამართლოზე ნიკა გვარამიამ განაცხადა.

“გიორგი რურუა არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ქართული საზოგადოებისთვის, ქართული დემოკრატიისთვის, მედიისთვის. გავუმწარებთ სიცოცხლეს ყველას, ვინც მის წინააღმდეგ გამოიტანს უკანონო გადაწყვეტილებას” – ასე მიმართა გიორგი რურუას ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მოსამართლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისღვის ბრალდებულ გიორგი რურუას აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეფარდების საქმეს განიხილავს. საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში ქონდა მოყვანილი. მისივე თქმით, გიორგი რურუას რეგისტრირებული 48 ცეცხლსასროლი იარაღი აქვს. თუმცა, ის იარაღი, რომელიც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა, რეგისტრირებული არ იყო. პროკურატურა რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების სახის, პატიმრობის შეფარდება ითხოვს. ნიკა გვარამიამ მოსამართლეს მიმართა არ გაითვალისწინოს პროკურატურის შუამდგომლობა.

თავად ბრალდებულმა გიორგი რურუამ საქმის განხილვის დროს განაცხადა: “ბიზნესმენი ვარ და სოფლის მეურნეობის ვარ დაკავებული. ასევე, ვარ “მთავარი არხის” მეწილე. როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე მე არ მინახავს ეს იარაღი… ჩხრეკა არ მომხდარა. სამმართველოში რომ მივედი, იქ მითხრეს ეს ამოვიღოთ. 11-12 საათამდე დამაკავეს და 13:00 საათამდე ადვოკატთა დარეკვის უფლება არ მომცეს. ჩხრეკა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩაატარეს.” განაცხადა გიორგი რურუამ. რურუას ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილთან ერთად, სამაუწყებლო კომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი, იურისტი ნიკა გვარამია იცავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად