გვარამია: როგორ შეიძლება, პოსტი გამოძიების საგანი იყოს, მითუმეტეს ამ შინაარსის

ასე ეხმაურება სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე მის დაბარებას.

„აზრის შეცვლას არ ვაპირებ! უზურპატორი უნდა დაემხოს! ნებისმიერი უზურპატორი, ნებისმიერ ქვყანაში უნდა დაამხოს ხალხმა. რაც შეეხება დამხობის მოწოდებას, ამის განმარტებას გავაკეთებ. იმის განმარტება რაკიღა არ სჭირდებათ უზურპატორი ვინ არის, იმიტომ რომ გასაგებია უკვე დაბარებიდან, რომ სწორად გამოიცნეს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილი. დიახ, ნამდვილად ის არის უზურპატორი. რა ვიგულისხმე დამხობაში ესეც მიწერია პოსტში, მაგრამ, რაკიღა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა ჭირს, ეს PISA-ს კვლევებმაც აჩვენა – საქართველოში ზოგადად მარტივი საკითხი არ არის, როგორც ჩანს. მოვალ და დამარცვლით ავუხსნი საგამოძიებო უწყებას და უზურპატორს და მის დამქაშებს.
ფაქტობრივად ეს გახდა გამოძიების საგანი, მაგრამ, ბრალის წაყენების საგანი გახდება თუარა… პოსტი, როგორ შეიძლება გამოძიების საგანი იყოს  მითუმეტეს, ამ შინაარსის“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, სუს-მა ნიკა გვარამია, Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, გამოკითხვაზე დაიბარა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნიკა გვარამიამ Facebook-ზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს: უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან (პოლიცია) და მანქურთებიანად (ოცნების მომხრეები), უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად