გვარამია: რევოლუციების არავითარი სურვილი არ მაქვს, ხელისუფლების ცვლილების სურვილი მაქვს

“რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფნგზე განაცხადა, რომ შესაძლოა დღეს საღამოს ტელეკომანიის ძალადობრივი აღება მოხდეს.

მან ხელისუფლებას მოუწოდა: რა ჩანაწერებიც არ უნდა გამოაქვეყნოთ, არ გაბედოთ “რუსთავი 2”-ში შემოსვლა

“მე რომ მინდოდეს რევოლუცია და ხელისუფლების შეცვლა და ამ პროცესების ისტერიამდე გაზრდა, მერწმუნეთ ამ განცხადებას კი არ გავაკეთებდი  კამერებით ჩასაფრებული დაგელოდებოდით და დარბევას და სისხლს გავუშვებდი პირდაპირ ეთერში. და მერე მოხდებოდა ის, რასაც თქვენ ენაზე რევოლუცია ჰქვია.

მე ამის არავითარი სურვილი არ მაქვს. ხელისუფლების ცვლილების სურვილი ცხადია მაქვს, მაგრამ ამას ტავის ფორმა და წესი აქვს. ცხადია ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს ეროვნული ინტერესები ხარჯზე”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად