გვარამია: რ2-ის მაყურებელი იქნება იქ, სადაც კურიერს ჯოჯუა და იაკობაშვილი გახსნის და არა იქ, სადაც-ლაზაშვილი

ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“არა, სასამართლო და ეს პროცესები არაფერს არ აფერხებს. ეს იქნება მთავარი არხი. “რუსთავი 2”-ის განადგურება უნდაო. კი, კონკურენტი ვიქნებოდი და ის დამარცხდებოდა ჩვენთან კონკურენციაში. პირობას ვაძლევ, რომ ყველას გადავიყვანდი. პაატა იაკობაშვილი და დიანა ჯოჯუა სადაც გახსნიან “კურიერს”, იქ იქნება “რუსთავი 2″-ის მაყურებელი და არა იქ, სადაც ნათია ლაზაშვილი იჯდება”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გადაცემის წამყვანი შეეკამათა, რომ ნათია ლაზაშვილი “კურიერი” იყო დიანა ჯოჯუამდე, რომელიც ძალიან კარგი “კურიერი” იყო რაზეც გვარამია პასუხობს:

“კი ბატონო, მაგრამ დიდი ხნით ადრე და ახლა სხვა იდეას გამოხატავს. რამდენად კარგი “კურიერი” იყო მაშინ, არ ვიცი, არ ვაღიარებ. იმიტომ, რომ არ ვიყავი მაშინ დიდი მაყურებელი. ნათია ლაზაშვილი დღეს არის ხელისუფლების პიარი თუ რაღაც ასეთი. დამტავრებულია ჩემთვის. “ქოცი” დღეს არის რუსი, ასეთი იდენტობა დაამყარა ბიძინა ივანიშვილმა.

მე გაზომილი მაქვს, ვინ არის ჩვენი მაყურებელი, ზუსტად ვიცი რა კომპონენტებისგან შედგება, რომელი პარტიის მომხრეები არიან, რას უყურებენ და რა აინტერესებთ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კითხვაზე, ვის წაიყვანს მთავარ არხზე, პასუხობს, რომ ყველას ვინც საინტერესოა მისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...