გვარამია: R2-ის გადამღები ჯგუფები ჭიათურიდან წამოვლენ, ჟურნალისტებს აგრესიულად ხვდებიან

“ჩვენი გადამღები ჯგუფები რა თქმა უნდა ჭიათურიდან წამოვა”-ამის შესახებ “რუსთავი ორის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, ფეისბუქჩართვის დროს ჭიათურაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

“მინდა გამოვეხმაურო ჭიათურაში შექმნილ მდგომარეობას, ძალიან უცნაური ვითარებაა მინდა გითხრათ პირდაპირ. ჩვენს გადამღებ ჯგუფებს ძალიან სერიოზული აგრესიით ხვდებიან. ფიზიკური პრობლემები შეიძლება შეექმნათ. მათ არ მოწონთ ის, რაც არის ჩემი პოზიცია და რაზეც გუშინ ვისაუბრე. ამიტომაც აგრესიულად ექცევიან “რუსთავი ორის” გადამღებ ჯგუფებს. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის რომ უცნაურად ვითარდება მოვლენები(რბილად რომ ვთქვათ). “რუსთავი ორს” ვინ ერჩის ამ ქვეყანაში კარგად ვიცით, არ გინდათ “რუსთავი ორმა” გააშუქოს თქვნი პრობლემები? ნუ გინდათ, არ მივიყვანთ სიტუაციას იქამდე რომ თავდასხმები განხორცილდეს ჟურნალისტებზე”,-განაცხადა გვარამიამ.

ამასთანავე “რუსთავი ორის” გენერალური დირექტორი დასძენს რომ “რუსთავი ორის” გადამღები ჯგუფი ჭიათურაში მუშაობას შეწყვეტს.

“ჩვენი გადამღები ჯგუფები რა თქმა უნდა ჭიათურიდან წამოვა”,-განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, ჭითურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, მათ მოთხოვნას ასევე დაემატა ისიც რომ კომპანიამ დატოვოს ქალაქი, ეს მოთხოვნა მას შემდეგ გაჟღერდა რაც მაღაროელებმა და კომპანიის წარმომადგენლებმა გუშინ შეხვედრაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.მაღაროელების გაფიცვას ჭიათურაში, სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ. მას შემდეგ, რაც გაფიცულმა მუშებმა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ქალაქში მასობრივი პროტესტი დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...