გვარამია: R2 ბაზარზე გაჯიდიესდა, მოკლედ, წამსვლელი წავიდეს. ჩემთვის მთავარი დამრჩენია

“მოკლედ, წამსვლელი წავიდეს. ჩემთვის მთავარი დამრჩენია”,-ასე ეხმაურება “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ facebook-ზე ტელეკომპანიაში განხორციელებულ ცვლილებებს.

“R2 ბაზარზე გაჯიდიესდა. პირდაპირ, ორმაგ და სამმაგ ხელფასებს სთავაზობს წამოსულებს. გამოიცანით ვისი სტილია?

ხო მართლა, ამ სტილის გაგრძელებაც ხომ ნანახი გვაქვს: დახურული ტვ9, GDS, გადაყრილი თანამშრომლები, გაფარჩაკებული ცნობილი სახეები.

ვისაც გჯერათ, რომ გაკოტრებული რ2 ჩვეულებრივ კი არა, სამმაგ ხელფასებს გადაგიხდით, თქვენი ნებაა. სინამდვილეში, მშვენიერი ფილტრია: ერთდროულად ავლენს გონებრივ შესაძლებლობებს და მორალური დეგრადაციის დონეს (ივანიშვილის ტვზე მუშაობას სხვას ვერ დავარქმევ). მოკლედ, წამსვლელი წავიდეს. ჩემთვის მთავარი დამრჩენია”,-წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად